понедельник, 16 ноября 2009 г.

суббота, 14 ноября 2009 г.

"კმაყოფილი ხართ თუ არა სასკოლო ცხოვრებით"

პროექტის სახელი: "კმაყოფილი ხართ თუ არა სასკოლო ცხოვრებით"

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ატარებენ მე-2 საჯარო სკოლის IV-XII კლასელ მოსწავლეთა გამოკითხვას

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს შევთავაზე IV-XII კლასებში (სულ 18 კლასი) ჩაატარონ გამოკითხვა თემაზე:”კმაყოფილი ხართ თუ არა სასკოლო ცხოვრებით” შემდეგი კითხვარის საშუალებით:
1.დილით სკოლაში სიხარულით მივდივარ
2.სკოლაში კარგ განწყობაზე ვარ
3.კარგი კლასის ხელმძღვანელი გვყავს
4.ჩვენი სკოლის მასწავლებლებს შეიძლება მივმართო რჩევისთვის
5.მე მყავს საყვარელი მასწავლებელი
6.კლასში ყოველთვის შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი
7.ვთვლი,რომ სკოლაში შექმნილია სწავლისა და უნარ-ჩვევების განვითარების ყველა პირობა
8.ვთვლი,რომ სკოლა მართლაც მამზადებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
9.გამორჩეულად მიყვარს ზოგიერთი საგანი
10.ზაფხულის არდადეგებზე სკოლა მენატრება

შეფასება ხდება შემდეგი პრინციპით:
სავსებით ვეთანხმები-4 ქულა
ვეთანხმები-3 ქულა
ძნელი სათქმელია-2 ქულა
არ ვეთანხმები-1 ქულა
სავსებით არ ვეთანხმები-0 ქულა

მოსწავლეები 1 თვის განმავლობაში აწარმოებენ გამოკითხვას და აგროვებენ მონაცემებს;
გაკვეთილზე კომპიუტერებში ამზადებენ ცხრილს;
კლასების მიხედვით იწყებენ მოსწავლეთა სიხშირეების დაფიქსირებას ცხრილში;
ინაწილებენ კლასებს და გამოითვლიან ამ კლასების ფარდობით სიშირეთა პროცენტულ მაჩვენებლებს,ითვლიან შემაჯამებელ მახასიათებლებს;
ეს მაჩვენებლები შეაქვთ ცხრილში და კომპიუტერში აგებენ წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს;
აგრძელებენ მუშაობას და ამზადებენ ანალიზს მე-2 საჯარო სკოლის გამოკითხული მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებისადმი დამოკიდებულების შესახებ.

მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მონაცემთა შეგროვების ხერხების,მოცემულ სიტუაციაში შესაფერისი ხერხის შერჩევის უნარის გამომუშავება;მონაცემთა კლასიფიკაციის,მათი სიხშირეთა ცხრილებით,დიაგრამებით,ჰისტოგრამებით წარმოდგენის უნარის გამომუშავება.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა უნდა დაამუშაონ მიღებული შედეგები და ამ მოპოვებული ინფორმაციის საშუალებით დაადგინონ მე-2 საჯარო სკოლის IV-XII კლასელ მოსწავლეთა დამოკიდებულება სასკოლო ცხოვრების მიმართ.

მოსალოდნელი შედეგები: სკოლის დირექცია გაითვალისწინებს მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგებს

სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესება

სამუშაო ენა: ქართული

მონაწილეები სხვა კლასებიდან: IV-XII კლასის მოსწავლეები

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები მოიპოვებენ დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს;აწესრიგებენ და წარმოადგენენ თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით

პროექტის ფასილიტატორი: ნანა ნაჭყებია

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nananachkebia@gmail.com

პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nananachkebia.blogspot.com

იხ. შეფასების სქემა: